საქართველოს რესპუბლიკა პატარა ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც ესაზღვრება რუსეთი და თურქეთი. ის დიდი ხანია აშშ-ს მოკავშირეა და გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული დახმარებიდან მილიარდობით დოლარი აქვს მიღებული საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. გარდა ამისა, მას მიღებული აქვს აშშ-ს სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის დროს. ამ ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ურთიერთობის მიუხედავად, ისეთმა ამერიკელმა ინვესტორებმა, როგორიც ჩვენ ვართ, განიცადეს უკიდურესი ფინანსური დანაკარგები, ზარალი და პირადი უსართხოებისადმი მუქარებიც კი, ამჟამინდელი მთავრობის ნების არარსებობის გამო, უზრუნველეყო კანონის უზენაესობა და დაცვა. ოთხ წელიწადზე მეტია, ჩვენ, შპს „აიკონია კაპიტალის“ ამერიკელ ინვესტორებს, შეგვიჩერდა კანონიერი სამშენებლო ბიზნესი ძლიერი კანონგარეშე და კორუმპირებული ზეგავლენით საქართველოში. მას შემდეგ, რაც 2015 წელს დავიწყეთ ჩვენი პირველი სამშენებლო პროექტის განვითარება თბილისში, ჩვენ დაგვიპირისპირდა ოპონენტების პატარა, მაგრამ ძლიერი ჯგუფი, რომელმაც სცადა უკანონოდ დაუფლებოდა ჩვენი მიწის ნაკვეთს იმისთვის, რომ გამოეყენებინა იგი პირადი ინტერესებისა და კერძო სარგებლობისთვის. ამ ოპონენტებში, რომლებიც ცხოვრობენ მეზობელ კორპუსში, შედის ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და მისი ცოლი, იაკო გოლეთიანი, რომელიც არის სასამართლოს თანამშრომელი. გიორგი შავლიაშვილი გაკიცხული იყო წარსულში პროფესიული გადაცდომისთვის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ და სახელგატეხილი მოსამართლე ლევან მურუსიძის ცნობილი თანამზრახველია, რომელსაც ბრალი 2006 წელს ბანკის ახალგაზრდა თანამშრომლის მკვლელების დაცვაში ედება. გარდა ამისა, შავლიაშვილი პირადად დაემუქრა შპს „აიკონია კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორს თბილისის მერიაში მოსმენის დროს, დაპირდა რა რომ „[ამერიკელები] ვერასოდეს ააშენებენ [მათ] მიწაზე.“ იგი დაემუქრა თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილეს, ბ-ნ ლევან ძაგნიძეს, უთხრა რა მას, რომ „იგი პასუხს აგებდა“, თუკი დაეხმარებოდა [ამერიკელებს] პროექტისთვის სამშენებლო ნებართვის მიღებაში. 2015 წლის შემდეგ შპს „აიკონია კაპიტალის“ პროექტი შეფერხდა და შეჩერდა ოპონენტების მოქმედებებით, როცა საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებდა აეხსნა ამის კანონიერი მიზეზები. გარდა ამისა, დახმარებისთვის ხელისუფლების პირთა მიმართ შეტანილი ოფიციალური საჩივრები და თხოვნები ან იგნორირებულ იქნა ან არაეფექტური და მინიმალური რეაგირება მოჰყვა. 2016 წლიდან დღემდე, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებით პროექტი გაიყინა, ჩვენი ოპონენტების საჩივრების პასუხად. სასამართლოს ყველა ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ადვოკატი წარადგენდა უამრავ მტკიცებულებას და დასკვნებს ნახევრად-სამთავრობო ლევან სამხარაულის ექპერტიზის ბიუროდან, ჩვენი ბიზნესის გაყინვა კვლავ და კვლავ გრძელდებოდა სასამართლოების მიერ, რასაც არ მოჰყვებოდა არანაირი ოფიციალური განმარტება იმაზე, თუ რატომ ან რა გავაკეთეთ არასწორად. უფრო მეტიც, რამდენიმე მოსამართლემ დაწერა, რომ ჩვენი ბიზნესი კვლავ უნდა შეჩერდეს საქმესთან დაკავშირებით მათი „პირადი გრძნობების“ გამო, იმის ნაცვლად, რომ მოეყვანათ მტკიცებულებები, არგუმენტები ან პრეცედენტები სათანადო ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა მცდელობა, რომ შეგვეცვალა სასამართლოს მოსაზრება, ან საპირისპიროდ გვეჩივლა ჩვენი ოპონენტებისთვის, სარჩელებით ჩვენი შევიწროების გამო, უარყოფილ იქნა. ჩვენი ოთხწლიანი ტერორი არ შემოფარგლულა მხოლოდ მართლმსაჯულებაზე უარით და სასამართლოებში აღმაშფოთებელი, მიკერძოებული ქცევით. სინამდვილეში, ჩვენ განვიცადეთ და ჩავიწერეთ შევიწროების და მუქარების მრავალი შემთხვევა ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე ჩვენი ოპონენტების და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან. აღსანიშნავი მაგალითები მოიცავს 2016 წლის 16 დეკემბრის დაპირისპირებას, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს ჩვენი მიწის უკანონოდ დაუფლება მათი საკუთარი პროექტის უკანონო მშენებლობით: ჩვენ საკუთრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ბევრჯერ გამოვიძახეთ პოლიცია, ამას არ მოყოლია ვინმეს დაკავება და საქართველოს სამართალდამცავებს არ უწარმოებიათ შემდგომი გამოძიება დამნაშავეებთან მიმართებით. კიდევ უფრო მეტი მუქარით, 2017 წლის 1 დეკემბერს, ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი და მასთან დაკავშირებული პირი ფიზიკურად დაგვიპირისპირდა მე და ჩემ თანამშრომლებს ჩვენ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე. ამ დაპირისპირების დროს, რაც ჩაწერილი იქნა ვიდეოზე, ერთ-ერთი პირი მოკვლით დაგვემუქრა, დაგვპირდა რა რომ „სისხლი დაიღვრებოდა“ თუკი შევასრულებდით ჩვენ სამშენებლო მოქმედებებს ჩვენ საკუთარ მიწაზე. ეს შემთხვევა ეცნობა თბილისის პოლიციას და წარდგენილ იქნა ვიდეო მტკიცებულება. პირები, რომლებიც ნათლად ჩანან და მათი ხმაც ისმის ვიდეო კლიპში, არ დაუკავებიათ, დაუკითხავთ ან სამართალში მიუციათ. დაბოლოს, როდესაც ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ ფეხქვეშ გათელა ჩვენი უფლებები და დაემუქრა ჩვენ ფიზიკურ უსაფრთხოებას, ასევე გამოიყენა საქართველოს მთავრობაში არსებული კონტაქტები საკუთარი პოზიციების დასაცავად, ჩვენ პოზიციების საბოტაჟის ხარჯზე. თბილისის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, ნინო ღოღობერიძემ, მერიაში შეხვედრისას ჩვენ თანამშრომლებთან აღიარა, რომ პირადად ესაუბრა ჩვენ ოპონენტებს და თანაუგრძნობდა მათ; ასევე, მან პირდაპირ განაცხადა, რომ პირადად ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ პროექტს. ასეთი მოულოდნელი აღიარებით ღოღობერიძემ ზიანი მიაყენა ჩვენ ინვესტორებს, დაარღვია რა რამდენიმე მთავარი დაპირება, შეთანხმება და ჩვენ კომპანიასთან გაკეთებული განცხადება. გარდა ამისა, 2015 წლის აგვისტოში, მან და მისმა თანამშრომლებმა დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა, განაცხადეს რა უარი, მიეღოთ გადაწყვეტილებები ჩვენ სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით გაცხადებულ ოფიციალურ ვადებში. პირადად მასთან დაკავშირების უამრავი მცდელობა თვეობით იგნორირებული იყო მანამ, სანამ კომუნიკაცია არ განახლდა თბილისის მერიის სხვა დეპარტამენტის მეშვეობით რამდენიმე თვის შემდეგ. 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ იქნა ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი ამერიკელი ინვესტორების უფლებებებსა და დაცვას. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს აქვს ვალდებულება, თუ პრივილეგირებულად არა, სულ მცირე, სამართლიანად მოეპყრას ამერიკელ ინვესტორებს ისევე, როგორც შესთავაზოს ინვესტორებს და მათ პროექტებს ქვეყანაში უსაფრთხოება. თუკი საქართველო დაარღვევს ამ გარანტიებს, ხელშეკრულება შეიცავს ცალსახა დებულებებს საქართველოსგან ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გზით. დაე, ეს ისტორია იყოს გაფრთხილება ამერიკელი ან ნებისმიერი უცხოელი ინვესტორისთვის, ვინც ფიქრობს მათი დიდი შრომით მოპოვებული ფულის დაბანდებას საქართველოში. ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რაც ზედმეტად კარგი ჩანს იმისთვის, რომ რეალობა იყოს, საქართველოში არსებული მწარე რეალობა ხშირად არის დამანგრეველი იმედგაცრუება ნებისმიერი იმ ინვესტორისთვის, რომელიც მოელის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოს ოპერირებისთვის.
1 Comment
Chronica Plus Newspaper Publishes Expose on American Investors Under Attack in Georgia (Part 3/3)2/22/2019 English translation below:Chronica Plus Newspaper Publishes Expose on American Investors Under Attack in Georgia (Part 2/3)2/22/2019 English translation below:Chronica Plus Newspaper Publishes Expose on American Investors Under Attack in Georgia (Part 1/3)2/22/2019 English translation below: The Story of Iconia Capital - American Victims of Corruption in Georgia for Four Years and Counting2/22/2019
|
AuthorMedia team at Iconia Capital LLC, Working for justice since 2014. Archives
July 2020
Categories |
ICONIA Capital LLC
Tbilisi, Georgia
Tbilisi, Georgia